რომი, 5 აპრილი — EMIGRANTEBI.ORG იტალიაში რუსეთის ელჩი სერგეი რაზოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, რათა ქვეყნიდან 30 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ ეცნობებინათ, იუწყება გამოცემა Repubblica იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ლუიჯი დი მაიოზე დაყრდნობით.
როგორც მინისტრმა დი მაიომ განმარტა, სხვა ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმებით მიღებული ეს ღონისძიება აუცილებელი იყო ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო და ასევე უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგად შექმნილი კრიზისული სიტუაციის კონტექსტში.
მანამდე, 5 აპრილს, მედია წერდა, რომ იტალიის ხელისუფლება ათობით რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავდა, თუმცა ზუსტი რიცხვი არ სახელდებოდა. იტალიის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება საფრანგეთისა და გერმანიის მთავრობებთან კოორდინაციით მიიღო.
მსოფლიოს ქვეყნებიდან რუსი დიპლომატების მასობრივი გაძევება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსკოვმა უკრაინაში „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო. სულ ამ დროისათვის 204 რუსი დიპლომატია გაძევებული.