ისრაელმა 20 თვის განმავლობაში, დღეს პირველად გახსნა საზღვრები უცხოელი ტურისტებისთვის, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დამტკიცებული ვაქცინებით არიან აცრილები. ინფორმაციას ისრაელის სახელმწიფო რადიო Kan ავრცელებს.
1 ნოემბრიდან ქვეყანაში უშვებენ Pfizer-ის, Moderna-ს, AstraZeneca-ს, Sinovac-ის, Sinopharm-ის, Johnson & Johnson-ის და Covishield-ის ვაქცინებით სრულად აცრილ უცხოელები.
ამასთან, ბოლო დოზა ვიზიტორს არაუმეტეს ექვსი თვის წინ უნდა ჰქონდეს გაკეთებული. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებიც ამ პირობებს აკმაყოფილებენ, ასევე გამგზავრებამდე 72 საათით ადრე PCR-ტესტი უნდა ჩაიტარონ, მეორე ტესტის გავლა მათ ბენ-გურიონის აეროპორტში მოუწევთ, ხოლო პასუხის მიღებამდე ისინი იზოლაციაში დარჩებიან.
ისრაელში შესასვლელად უცხოელები ჩამოსვლამდე 14 დღის განმავლობაში “წითელი ზონის” ქვეყნებში არ უნდა იყვნენ ნამყოფები.