გერმანიიდან და შვედეთიდან საქართველოს 60-მდე მოქალაქის დეპორტაცია მოხდა.
საქართველოს მოქალაქეები გერმანიასა და შვედეთში არალეგალურად ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. მათი დეპორტაცია სპეციალური რეისით განხორციელდა.
როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია “ფრონტექსის” წარმომადგენელი ამბობს, 2021 წელს ეს საქართველოს მოქალაქეების 30-ე დეპორტაციაა.
“გერმანიიდან და შვედეთიდან განხორციელდა დეპორტაცია. საქართველოს 60-მდე მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში. თავშესაფრის მოთხოვნის მიზეზად ისინი ასახელებენ ეკონომიკურ სიდუხჭირეს და ჯანმრთელობის მდგომარეობას”, – განაცხადა ირმა ცირამუამ.
გაიხსნა ავეჯის სახლი “ბელმონტე” თუ გსურთ შეიძინოთ საუკეთესო ხარისხის თურქული ავეჯი გვეწვიეთ მისამართზე ქ. თბილისი გურამიშვილის გამზირი 41თ თუ გსურთ იხილოთ ჩვენი პროდუქცია იხილეთ ჩვენი Facebook პოსტი