იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი მარიამ ხვედელიძე ემიგრანტების შესახებ გავრცელებულ პოსტებს ეხმაურება და წერს, რომ:

მინდა ვინმეს ეწყონოს, მაგრამ აი ემიგრანტებზე ნამეტანი დრამატული პოსტები, დრამად ქცეული ლექსები, სევდად ქცეული სიმღერები, აღარ გვინდა რაა. ისედაც ყველა ჩვენგანმა ვიცით, რომ.ეს ტვირთი ჩვენია, ჩვენი მხრებით საზიდია, აბა ვინ იტყვის, რომ მონატრება არ სტკივა სულსა და გულს, ხოდა ნუღარ დავზხათრავთ ერთმანეთს ამ “პანაშვიდად” ქცეული სიტყვებით. მთავარია ჯანმრთელები ვიყოთ, თორე ზოგჯერ ემიგრანტობა სჯობს, იქ, საკუთარ ქვეყანაში, აუარება პრობლემებში „ამოხუთვას”..

აი ისეთ პრობლემებს ვგულისხმობ, ცოცხლად რომ გადის ადამიანი. დედამიწაზხე ჯოჯოხეთს, უმწეო და უსუსური რომ არის. მთავარია ჯანმრთელები ვიყოთ და ჯანმრთელი გვყავდეს ოჯახი, გარშემო მყოფები, ცოცხალი ადამიანისათვის ყველაფერი მოგვარებადია…