აზერბაიჯანმა გააფართოვა იმ სახელმწიფოების სია, რომელთა მოქალაქეებსაც ქვეყანაში საჰაერო გზით შესვლის უფლება აქვთ.

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის, ალი ასადოვის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით,  6 სექტემბრიდან. აზერბაიჯანში შესვლის უფლება ექნებათ შემდეგი ქვეყნის მოქალაქეებსა და ამ ქვეყნებში ბინადრობის უფლების მქონე პირებს:

– ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა;
– ესტონეთი;
– ფინეთი;
– საფრანგეთი;
– ჰონგ კონგი;
– ხორვატია;
– ისლანდია;
– იტალია;
– ლატვია;
– მალაიზია;
– საუდის არაბეთი;
– იაპონია;
– ლიტვა.

შეგახსენებთ, რომ ამ ქვეყნებიდან აზერბაიჯანში შესვლის ნებართვა დაკავშირებულია ამ ქვეყნებში მუდმივი ვაქცინაციის განხორციელებასთან და პანდემიის წინააღმდეგ დამაკმაყოფილებელ ბრძოლასთან.

რაც შეეხება საქართველოდან აზერბაიჯანში ჩასვლის მსურველებს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კერძო ან საქმიანი ვიზიტით საჰაერო გზით მიმავალ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ჩატარებული აქვთ ვაქცინაციის სრული კურსი (ორი დოზა, Janssen (J&J) შემთხვევაში ერთი დოზა), ესაჭიროებათ აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის ნებართვა.

დაშვებული ვაქცინებია: Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, Janssen (Johnson&Johnson), Sinopharm, Sinovac და Sputnik V.

საზღვრის კვეთისას მოქალაქემ უნდა წარადგინოს გამგზავრებამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი (არ ეხება 1 წლამდე ასაკის ბავშვებს), ასევე, კოვიდ-პასპორტი ან გამოჯანმრთელების ცნობა.

კოვიდვაქცინის გარეშე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კერძო ან საქმიანი ვიზიტით საჰაერო გზით საქართველოს მოქალაქეს გამგზავრების უფლება აქვს მხოლოდ ქვემოთ მითითებულ კატეგორიას, წინასწარი ნებართვის გარეშე:

  • აზერბაიჯანში მუშაობის/ბინადრობის მოწმობის მქონე პირები;
  • აზერბაიჯანის მოქალაქის ოჯახის წევრები(მეუღლე, შვილი, მშობელი).

საზღვრის კვეთისას მოქალაქემ უნდა წარადგინოს გამგზავრებამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი (არ ეხება 1 წლამდე ასაკის ბავშვებს).