რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილემ პარტია “ედინაია რასიადან” საკომიტეტო განხილვაზე შეიტანა კანონპროექტი, რომელიც რუსეთის მოქალაქედ ცნობს იმ პირებს, რომლებმაც იციან რუსული ენა.

კანონპროექტის მიხედვით, “თანამემამულედ” უნდა აღიარონ პირები, რომლებიც საუბრობენ რუსულად და მიეკუთვნებიან რუსეთის ისტორიულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხებს, ასევე ისინი, ვისი უშუალო წინაპრებიც დაიბადნენ, ან ცხოვრობდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ მხედველობაში მიიღება, ის გარემოებაც, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ ბოლო 30 წლის განმავლობაში გაიზარდა “თანამემამულეების” ახალი თაობა, რომლებსაც არ ჰქონდათ სსრკ-ს მოქალაქეობა.