იტალიაში, გამბოლოში (პავია), მოხუცმა საკუთარი მომვლელის შვილი სანადირო თოფით მოკლა. ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე იტალიური მედია ავრცელებს.
წინასწარი გამოძიებით ირკვევა, რომ 85 წლის მოხუცმა, რომელიც წლებია ინვალიდის ეტლით გადაადგილდება, სანადირო თოფიდან გასროლით მისი მომვლელის შვილს, 43 წლის მამაკაცს ესროლა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
ამ ეტაპისთვის მოტივი უცნობია მიმდინარეობს გამოძიება. ნათქვამია პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.












