ვერძი
თავს ნუ მოიტყუებთ ცრუ იმედებით, რომ ყველაფერს იოლად გაუმკლავდებით. შეეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ არსებული რესურსები და ჩაეტიოთ დათქმულ ვადებში, დაგვიანება მხოლოდ პრობლემებს მოგიტანთ.
კურო
რაც არ უნდა მოხდეს არ ჩაერიოთ კონფლიქტებსა და კამათში. შეეცადეთ ირგვლივ გაანეიტრალოთ დაძაბული ატმოსფერო და აკონტროლეთ მოვლენები, რათა თავი დაიცვათ ემოციური გადაღლილობისგან.
ტყუპები
იყავით ყურადღებით და არავითარ შემთხვევაში არ დათმოთ პოზიციები. იყავით მზად რათა დროული რეაგირება მოხდინოთ კონკურენტების შემოტევაზე და თუ საჭირო გახდება ბრჭყალებიც გამოაჩინეთ.
კირჩხიბი
დღევანდელ თქვენს განწყობას არანაირი საქმიანობა არ შეესაბამება, ძალისხმევის შედეგადაც შესაძლოა ვერ მიიღოთ სასურველი შედეგი. ამიტომ, სჯობს ეს დღე დასვენებასა და ძალების აღდგენას დაუთმოთ.
ლომი
პროდუქტიული დღეა, იმოქმედეთ გონივრულად და მშვიდად, დროის სწორი დაგეგმვითა და მნიშვნელოვანი, პირველხარისხოვანოი საქმეების წინ წამოწევით, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოაგვარებთ ყველაფერს.
ქალწული
ყველანაირად ეცდებით და მოახერხებთ კიდეც თავი დაიძვრინოთ სერიოზული საქმეებიდან და დაარწმუნოთ სხვებიც, რომ ახლა საქმეების გადადება უფრო სასიკეთოა. ახლა სჯობს დაისვენოთ, სამომავლოდ უფრო სარგებლიანად იმოქმედებთ.
სასწორი
ვითარებიდან გამომდინარე საჭირო გახდება პირადი ინტერესების წინ წამოწევა. წარმატებას რომ მიაღწიოთ საჭიროა იმოქმედოთ დიპლომატიურად და დელიკატურად. ახლა ინტრიგების დრო არ არის.
მორიელი
თვალი გაუსწორეთ რეალობას და ნუ იჩქარებთ თქვენი გრანდიოზული გეგმების სწრაფად რეალიზებას. ახალი იდეები სჯობს ნელნელა, თანდათანობით განახორციელოთ.
მშვილდოსანი
შესაძლოა მოულოდნელად წარმოქმნილმა საყოფაცხოვრებო პრობლემებმა ახალი თავსატეხი გაგიჩინოთ. მაგრამ თქვენი უნარები დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ყოველივეს და წარმატებით დაასრულოთ ყველა საქმე.
თხის რქა
დანაკარგების ალბათობაა, შესაძლოა გაქრეს დოკუმენტები, ან რაიმე ნივთი, თუმცა ასევე შესაძლოა დაკარგოთ ავტორიტეტი, ან რაიმე მნიშნელოვანი პროექტის განხორციელების შანსი. ამიტომ იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული.
მერწყული
მოულოდნელობების ალბათობაა, ელოდეთ სიურპრიზებს ყველგან, იქნება ეს ადამიანებთან შეხვედრა, ურთიერთობები, საკითხები, რომელიც უნდა გადაჭრათ თუ სიტუაცია რომელთან შეჯახებაც მოგიწევთ. გახსოვდეთ, ეს ყველაფერი თქვენს ცხოვრებას გამოაცოცხლებს.
თევზები
მოთმინება და თავდაჭერილობა დღეს ძალიან საჭიროა თქვენთვის. აკონტროლეთ ყველა ის თემა, რომელზეც პირადად თქვენ ხართ პასუხისმგებელი. ნუ შეეცდებით სხვებისთვის საკუთარი აზრის მოხვევას