1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0857 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0857 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0902 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0045 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.3822 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.3998 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0176 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.