ვერძი
სამწუხაროდ, ეს დღე ჯანმრთელობის მხრივ საშიშია. არ გამოირიცხება ტრავმები. ვარსკვლავები არავითარ შემთხვევაში არ გირჩევენ მოგზაურობას! ამ დღეს მცირე გასვლებიც კი სახიფათოა. სახლთან და აგარაკთან დაკავშირებული საქმეები უმჯობესია, გადადოთ, რადგან შესაძლოა, იმედები გაგიცრუვდეთ.

კურო
ერთადერთი, რაც თქვენს ნერვიულობას გამოიწვევს, ჯანმრთელობის მდგომარეობაა. რა თქმა უნდა, აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს, მაგრამ, გარდა ამისა, შესაძლოა, საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდეს ხალხური მედიცინითა და ბიოენერგეტიკებით მკურნალობა.

ტყუპები
ძალიან ცნობისმოყვარე ხართ და ნებისმიერ საინტერესო ღონისძიებაში შესაძლოა, მარტივად ჩაერთოთ. ამ დღეს მატერიალურ კეთილდღეობას თქვენთვის დიდი მნიშვნელობა არ ექნება და შეიძლება ითქვას, ერთი დღით იცხოვრებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, გახსოვდეთ, რომ თქვენს ცხოვრებაში დადგება პერიოდი, როდესაც საკმარისი თანხა არ აღმოგაჩნდებათ.

კირჩხიბი
ეს დღე დაბნეულობასთან ასოცირდება. ბრმა წარმატება, რომელიც საფონდო ბირჟაზე ან კაზინოში ყოფნის დროს მუდმივად თან გდევდათ, ამ დღეს ზურგს შეგაქცევთ. არ გამოირიცხება, კანონისა და სამართლიანობის დარღვევა თქვენი მხრიდან. ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღებით იყოთ გაჩერებებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ვალებში აღმოჩნდებით.

ლომი
ეს დღე შესანიშნავია იმ ლომებისთვის, რომელთა საქმიანობა ინტელექტუალურ შრომას, გამოგონებას, პედაგოგიკას ან ლექციების კითხვას უკავშირდება. საკმაოდ ხანგრძლივი წარმატება და პოპულარობა გელოდებათ. შეეცადეთ, საუკეთესო მიღწევებს გაუსვათ ხაზი და ორიგინალური აზროვნება გამოიჩინოთ – ამგვარად, საკმაოდ დიდხანს იქნებით მოთხოვნადი.

ქალწული
ამ დღეს საკმაოდ კომუნიკაბელური იქნებით. იპოვით თანამოსაუბრეებს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი და გახდებით „საზოგადოების გული“. არ ღირს იმპულსური ქმედება მხოლოდ იმისთვის, რომ ყურადღება მიიქციოთ. დაფიქრება ნებისმიერ სიტუაციაში გმართებთ.

სასწორი
გარშემომყოფი ადამიანების უარყოფით გავლენას აუცილებლად იგრძნობთ. კონცენტრირება და ყველაზე მარტივი დავალებების შესრულებაც კი შესაძლოა, გაგიჭირდეთ. არ ინერვიულოთ, გქონდეთ ახლობელი ადამიანების დახმარებისა და სასარგებლო რჩევის იმედი. დამწყებ მძღოლებს ვარსკვლავები ურჩევენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლოთ. კატეგორიულად გეკრძალებათ მკითხაობა, მაგიისა და ჰიპნოზის რიტუალები.

მორიელი
კარგი იქნება, თუკი ამ დღეს საყვარელი ჰობით ან ბავშვებთან აქტიური თამაშებით დაკავდებით, თუმცა, ცოლქმრული ურთიერთობები შესაძლოა, დაიძაბოს. მიმართეთ საკუთარი აქტივობა სამშვიდობო გზით, მოერიდეთ კონფლიქტებს და პარტნიორის მიმართ პრეტენზიების გამოთქმას.

მშვილდოსანი
დილიდან შესაძლოა, ოჯახური საქმეებით დაკავდეთ. სიყვარული და თანხმობა თქვენს სახლში დაისადგურებს. ვარსკვლავები გირჩევენ, უფრო მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ ახლობელ ადამიანებს. დაკავდით შემოქმედებით, ბავშვებთან ურთიერთობით – სწორედ ეს საქმიანობა დაგეხმარებათ ცნობადობის ამაღლებაში.

თხის რქა
ამ დღეს არ გამოირიცხება იდუმალი რომანტიკული შეხვედრები – შესაძლოა, აკრძალულ ხილს გაუსინჯოთ გემო. თქვენს საიდუმლო შეხვედრებზე ვერავინ ვერაფერს გაიგებს, მაგრამ მაინც ნუ ეცდებით საკუთარი გრძნობებისა და ურთიერთობების დამალვას – მშობლებისგან ან მეუღლისგან გაბრაზების საფრთხე დიდია.

მერწყული
არასტაბილური ენერგეტიკა შეგიპყრობთ. ავადმყოფობის შემდეგ ძალების აღდგენა გაგიჭირდებათ. ყველაზე დაუცველი ორგანო თქვენთვის თირკმელებია. შეეცადეთ, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეთ. ყურადღება მიაქციეთ კვებას, ამოიღეთ რაციონიდან მარილიანი საკვები და უარი თქვით ალკოჰოლზე. შარდმდენი საშუალებების მიღების თაობაზე კონსულტაცია ექიმთან გაიარეთ.

თევზები
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით პროფილაქტიკური ზომების მიღება განსაკუთრებით სასარგებლო იქნება მათთვის, ვისაც რევმატიზმი და მენჯების ტკივილი აწუხებს. თქვენთვის ძალიან ეფექტური იქნება ფიზიკური ვარჯიშების სპეციალური კომპლექსი ან ცურვა. ვარსკვლავები გირჩევენ, ფიზიკური ვარჯიშები სუფთა ჰაერზე შეასრულოთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here