ვერძი
დღეს მთვარის თქვენი პირადი ინტერესები და საკუთარი ამბიციები. ყველა ხერხს გამოიყენებთ იმისთვის, რომ ირგვლივ მყოფთ თქვენი უპირატესობა და შესაძლებლობები დაანახოთ.

კურო
იყავით მოქნილი და ირგვლივ თუ ვერ შეცვლით არასასურველ სიტუაციას, შეეცადეთ შეეგუოთ და არ დაკარგოთ კონტროლი მიმდინარე მოვლენებზე, დამშვიდდით და დააკვიდრით სხვათა რეაქციებს.

ტყუპები
სასურველია იუმორის გრძნობით შეხვდეთ ყოველგვარ გაუგებრობებს, თქვენი გამძაფრებული სამართლიანობისა და ჭეშმარიტების ძიება ბერვს გაანაწყენებს და მოგიწევთ თავის დაცვა მათი იერიშებისგან.

კირჩხიბი
კარგი იქნება თუ იქნებით წინდახედული, მიიღებთ საპროფილაქტიკო ზომებს, ეს ძალიან გაგიადვილებთ ცხოვრებას, დღეს მოფიქრებული გეგმებით კი ყველას გააოცებთ და აღარფრთოვანებთ.

ლომი
შესაძლოა სხვების კონფლიქტში ჩართვა მოგიწიოთ. შეეცადეთ გაანეიტრალოთ დაძაბულობა მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ არავის დაცვა არ არის საჭირო, იზრუნეთ მათ მორიგებაზე.

ქალწული
პრინციპულად შეეცდებით თქვენი სიტყვა გაიტანოთ და არდაუთმოთ არაფერი რეალურ თუ მოგონილ, წარმოსახვით მოწინააღდეგეებს. ნუ იქნებით დაუნდობელი და ნუ გაიხდით სანანელად დღევანდელ ქმედებებს.

სასწორი
ნუ იქნებით მეტისმეტად კატეგორიული და მომთხოვნი გარშემომყოფებთან და ეძიეთ ოქროს შუალედი ურთიერთობებში, რათა თავიდან აიცილოთ დაპირისპირებები და უთანხოება ამა თუ იმ საკითზე.

მორიელი
როგორც არ უნდა შეეცადონ თქვენს პროვოცირებას გარშემომყოფები თავი შეიკავეთ უხეში გამოთქმებისა და კრიტიკისაგან, ეცადეთ ყველა რთულ საკითხს იუმორით უპასუხოთ.

მშვილდოსანი
დღეს ზედმეტი თავდაჯერებულობა და მძაფრი გამოთქმები დიდ ზიანს მოგიტანთ. სასურვალია თავი შეიკავოთ სადაო საკითხების გარჩევებისა და დაპირისპირებისგან.

თხის რქა
პრობლემების მოსაგვარებლად სასურველია მოიძიოთ მშვიდობიანად მოგვარების გზები და თავი დაანებოთ ახლობლების მიმართ ზეწოლასა და წნეხს. ნუ იქნებით სასტიკი ურთერთობებში.

მერწყული
სანამ რაიმეს გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრიდთ, ყველაფერი აწონდაწონეთ რათა უხერხულულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ. უსაფუძვლოდ ნუ განაწყენდებით სხვათა კრიტიკაზე.

თევზები
მძაფრდება თქვენი სწრაფვა ფინანსური დამოუკიდებლობისკენ, დიდი ალბათობით დაიწყებთ დამატებითი ფინანსური შემოსავლის წყაროების, ახალი სამსახურის ძებნას ან შესაძლოა მიმართოთ ხელმძღვანელობას ანაზღაურების გაზრდის თაობაზე. იმოქმედეთ.