ვერძი
შრომა და მონდომება მიღწეული შედეგის გამტკიცებაში დაგეხმარებათ. საქმეები კარგად მიდის. ფულს პერსპექტიულ საქმეში თუ დააბანდებთ, შეიძლება კარგი შემოსავალი მიიღოთ.

კურო
შესაძლოა, ამ დღეს უმადობამ და სისუსტემ შეგაწუხოთ. თავის ფლობის შესანიშნავი უნარი საშუალებას არ მოგცემთ, ზედმეტი ილაპარაკოთ. გირჩევთ, საკუთარი დიეტა შეადგინოთ და ხშირად, მაგრამ მცირე ულუფები მიიღოთ. გახსოვდეთ, დღისით შიმშილობას, ღამით მომატებული მადიანობა მოჰყვება, რამაც შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს.

ტყუპები
დღის განმავლობაში იმდენი სამუშაო გექნებათ, რომ პირადი ცხოვრებისთვის ვერ მოიცლით. სამწუხაროდ, სწორედ ამ პერიოდშია მოსალოდნელი თქვენ გარშემო ინტრიგები, სიცრუე და ჭორები. ფულთან ურთიერთობაში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რადგან შეიძლება უაზროდ გაფლანგოთ ან არაკეთილსინდისიერი მშენებლებისა ან გამყიდველების წყალობით, უბრალოდ, დაკარგოთ.

კირჩხიბი
გამორიცხული არაა, რომ უჩვეულო შემთხვევის ან თავგადასავლის წყალობით, თქვენმა გრძნობებმა ახალი ძალით იფეთქოს და ახალი, საინტერესო რომანი დაიწყოს. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს პარტნიორს როგორც მორალური, ისე მატერიალური მხარდაჭერა სჭირდება.

ლომი
ამ დღეს უჩვეულოდ იმპულსური, გაღიზიანებული და თავშეუკავებელი იქნებით და უგუნურ საქციელს ვერ აიცილებთ. ეცადეთ შიშისა და ეჭვებისგან გათავისუფლდეთ და ცხარე დებატებში საკუთარი პოზიციები დაიცვათ.

ქალწული
ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის სიყვარული მნიშვნელოვანია, თუმცა ინტიმურ ურთიერთობებში პრობლემები ელის. სამწუხაროდ, ბევრი აღმოაჩენს, რომ არ აფასებს იმას, რაც აქვს. თუ გსურთ, სიყვარული და ბედნიერება მოიპოვოთ, ნაკლებად პრაგმატული უნდა გახდეთ. არასოდეს დაეჭვდეთ იმაში, რომ უყვარხართ და ცხოვრებით დატკბით.

სასწორი
არ გამოირიცხება კონფლიქტი იმ ადამიანებთან, რომლებიც ცხოვრებას ვირტუალურ სამყაროში ანიჭებენ უპირატესობას და რეალობას მოწყვეტილები არიან. თვალი ადევნეთ პარტნიორთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, იქნება ეს ახლობელი ადამიანი თუ თანამშრომელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელიდან გაუშვებთ სარფიან მოგებას საერთო საქმეში.

მორიელი
ამ დღეს აზარტული იქნებით, სავალუტო ბირჟაზე თუ კაზინოში. მნიშვნელოვანია, დროულად შეძლოთ გაჩერება, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზულ ვალებში გადავარდებით.

მშვილდოსანი
ეს დღე შესანიშნავია მშვილდოსნებისთვის. ნებისმიერ საქმიანობაში იღბალი გელოდებათ. ახალ საქმეებსა და საინტერესო პროექტებში გაგიმართლებთ. გაიზრდება თქვენი მეგობრების რიცხვი, ფულადი მოგება და წარმატება გეგმაზომიერ შრომას მოგიტანთ. მოთმინებისა და ბევრი შრომის შედეგად ბევრს მიაღწევთ. დაეხმარეთ მათ, ვისაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდება.

თხის რქა
პლანეტების განლაგება განსაკუთრებული სიფრთხილისკენ ქალ-თხის რქებს მოუწოდებს. შესაძლოა, გულგრილობა და პარტნიორის უკმარისობა იგრძნოთ. ამ დღეს მოერიდეთ სიზარმაცესა და ცუდ განწყობას – ეს ყველაფერი ნაადრევ დაბერებას, სახეზე ნაოჭებსა და თმის ცვენას გამოიწვევს. ხანგრძლივი აპათია ენერგიულობაში გადაიზრდება. მოგეცემათ შესაძლებლობა, ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ.

მერწყული
ვარსკვლავები გირჩევენ, გაუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას. ბევრი არ ჭამოთ, განსაკუთრებით ღამის საათებში და აკონტროლეთ საკვების ხარისხი. სასურველია, შეზღუდოთ ალკოჰოლი, ტკბილეული და ენერგეტიკული სასმელები. როგორც კი დაღლილობას იგრძნობთ, შეამცირეთ დატვირთვა.

თევზები
ამ დღეს ახალი ურთიერთობები შეინიშნება, მათ შორის, სასიყვარულო სფეროში, რომელიც ძალიან სწრაფად გადაიზრდება ინტიმურ ურთიერთობაში, მაგრამ მოულოდნელად გაქრება თქვენი ცხოვრებიდან. ნუ ჩავარდებით დეპრესიაში და გამონახეთ ყველანაირი გზა პრობლემების გადასაჭრელად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here