ვერძი
ოპტიმიზმი, ენერგიულობა და მიზანსწრაფულობა ყოველგვარ რთულ საქმეს ბოლომდე მიგაყვანინებთ და მეტიც, თქვენი უჩვეულო მიდგომებით სხვა ადამიანებსაც გაუადვილებთ პრობლემების მოგვარებას.

კურო
ნუ იზარმაცებთ და ნუ მოადუნებთ ყურადღებას. კარგი იქნება თუ ადრე დაწყებულ საქმეებსა და პროექტებს ახლებურად მიუდგებით და მათში სიახლეებს შეიტანთ.

ტყუპები
შესაძლოა მოგიწიოთ მგზავრობა თქვენს მეწყვილესთან ან კომპანიონებთან ერთად. კარგია იურიდიულ საკითხებზე მუშაობა. მართვის მოწმობის აღებას თუ აპირებდით ახლა შესაფერისი დროა.

კირჩხიბი
ელოდეთ მოშურნეთა გააქტიურებას, თქვენს გონივრულობაზე ბევრად იქნება დამოკიდებული რა მიმართულებას მისცემთ ამ თავდასხმებს და გამოხტომებს უკეთური ადამიანებისგან.

ლომი
თავდაჯერებულობა და მტკიცე რწმენა ბევრ ისეთ საქმეს მოგაგვარებინებთ, რომლისკენაც ადრე შესაძლოა არც გაგეხედათ.

ქალწული
იყავით მეტად მოქნილი და დიპლომატიური. თუ სათანადო მოხერხებულობასაც გამოიჩენთ, ყველა დაბრკოლებას მარტივად გადალახავთ და არც შედეგით იქნებით უკმაყოფილო.

სასწორი
დღეს ყურადღება თქვენს მეორე ნახევრისკენ გაქვთ მიმართული. არაა გამორიცხული ნათესავებთან და ახლობლებთან მცირეოდენი გაუგებრობები და უთანხმოებები.

მორიელი
თქვენი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდების ერთმანეთში არევა ახლა რთული გადაწყვეტილებების წინაშე დაგაყენებთ. ბიზნესპროექტებში სასურველ შედეგებს მიიღებთ.

მშვილდოსანი
შესაძლოა დღეს თანამოაზრეებთან ურთიერთობა გართულდეს, რადგან თქვენი შეხედულებები ძალიან განსხვავდება მათი ხედვისგან, ეს ფაქტორი საკმაოდ შეაფერხებს მიზნისკენ სვლას.

თხის რქა
დღეს შესაძლოა აქტუალური იყოს ახლობელი ადამიანის ავადმყოფობის თემა, მოგიწევთ მისი დახმარება, ეს ახალი ვალდებულება გაიძულებთ სხვაგვარად გამოიყენოთ თქვენი ენერგია, ცოდნა და გამოცდილება.

მერწყული
ზოგიერთი თქვენგანი შესაძლოა ახალი აღმოჩენის წინაშე დადგეს, იოლად დაძლიოს რეტროგრადული მარსის პერიოდი და „სუფთა ფურცლიდან“, ახალი შემართებით დაიწყოს ცხოვრება.

თევზები
შეცვალეთ კვების რაციონი, ყურადღება მიაქციეთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, სასურველია დაიწყოთ გამაჯანსაღებელი დიეტა.