სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.4019 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3991 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.28 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.7360 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6802 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 5.58 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2325 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 4.4806 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები 10 მარტიდან შევა ძალაში.