იტალიელმა მწერლებმა, იურისტებმა, დეპუტატებმა და სენატორებმა იტალიური ენციკლოპედიის ინსტიტუტს – ტრეკკანის მიმართეს თხოვნით, ამოეღოთ ლექსიკონიდან “ქალის“ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი სინონიმები.

წერილი ინიციატორთა ჯგუფმა ინგლისში მცხოვრები იტალიელი აქტივისტის მარია ბეატრიჩე ჯოვანარდის ხელმძღვანელობით შეადგინა. სადაც აღნიშნულია, რომ ინსტიტუტის მიერ გამოშვებულ განმარტებით ლექსიკონში სიტყვა „ქალის“ სინონიმებში მოხსენიებულია puttana. სინონიმებს ყოველთვის როდის აქვთ სიტყვასთან იდენტური მნიშვნელობა და ყოველთვის არ წარმოდგენენ ურთიერთკავშირს. გასული წლის ნოემბერს, ანალოგიურმა პეტიციამ, რომელიც ჯონავარდიმ შეადგინა ათობით ათასი ხელმოწერა შეადგინა და აიძულა ოქსფორდის უნივერსიტეტს ამოეღო რიგი სინონიმები სიტყვა „ქალთან“ მიმართებაში საკუთარი გამოცემებიდან.

“ლექსიკონი შეიცავს: ქალთმოძულე სტერეოტიპებს, რომლებიც ქალებს აიგივებენ და წარმოადგენენ როგორც ყველაზე დაბალი წარმოშობის არსებებს“, – ნათქვამია ღია წერილში, რომელიც საინიციატივო ჯგუფმა შეადგინა.

„ეს სახიფათოა, ვინაიდან ენა წარმოშობს რეალობას და მოქმედებს იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ ქალებს და როგორ მიმართავენ მათ“, – განმარტა მიმართვის ავტორმა. წერილს თან ერთვის რიგი სენატორებისა და დეპუტატების ხელმოწერები.

წყარო kvira.ge