თელავში სამოქალაქო აქტივისტებმა სიმბოლური საპროტესტო აქცია გამართს. მათ თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვის გაშლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველბა არ მისცეს.

სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა რა დროსაც სამართალდამცველებმა მოძრაობა “საქართველოს” წევრი დააკავეს. მოგვიანებით ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

აქტივისტები 31 ოქტობრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და მას გაყალბებულს უწოდებენ.