საბედნიეროდ, ნეაპოლში გაუჩინარებული სალომე ტეტუნაშვილი ცოცხალი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ფსიქიატრიულ კლინიკაში აღმოაჩინეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია, რის გამოც ემიგრანტები დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამენ და წერენ, რომ ისინი გვერდით დაუდგნენ სალომეს დედას, მასთან ერთად გავიდნენ საპროტესტო აქციაზე და იმსახურებენ, სიმართლე იცოდნენ. მანამდე დედამისს იმაშიც ადანაშაულებდნენ, რომ არ შევიდა იმ ოჯახში, სადაც სალომე მოხუცს უვლიდა და იქ არ მოძებნა შვილი.

ამ საყვედურებს სალომეს ნათესავი ნინო ხარშილაძე პასუხობს:

,,…გუშინ თქვენი ინიციატივით შეიკრიბეთ, დედას არ უთხოვია თქვენი იქ მისვლა. ჩვენ გთხოვეთ დახმარება. როდესაც სახლთან მიხვედით, საკონსულოდან დაუკავშირდნენ დედას, რომ არაფრით ასულიყო სახლში. ის, რომ დედა არაფერს აკეთებდა, არ ედარდებოდა, არის სიცრუე!..

რაც შეეხება სალომეს მდგომარეობას – თუ ცუდად იყო, ეთქვათ, რაა დასამალი, რას გვარბენინეს წინ და უკანო – ეგ თქვენი არჩევანი იყო და არავის დაუვალდებულებიხართ. დიახ, სალომეს რამდენიმე წლის წინ ნამდვილად ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა. უსაყვარლესი მამა გარდაეცვალა, მისთვის სამაგალითო და მისაბაძი, ერთგული მეგობარი. ამან საშინლად დათრგუნა და დასტრესა. რადგან საკუთარმა ოჯახის წევრმა ეს უკვე დააფიქსირა, თავს უფლება მივეცი, მეც მეთქვა…

ბევრი უზნეო რამ ითქვა და დაიწერა… მადლობა, ყველას, ვინც ჭეშმარიტად გულთან ახლოს მიიტანა სალომეს და მისი ოჯახის წევრების გასაჭირი, ვინც თუნდაც ერთი ფოტო გააზიარეთ, ვინც გუშინ ქუჩაში გახვედით. მჯერა, სწორედ თქვენმა ერთობამ და გვერდში დგომამ მიგვიყვანა ამ შედეგამდე, რომ სალომე ცოცხალია.

რაც შეეხება სეირის მაყურებლებს, ორღობე დედაკაცებს, ჭორიკნებს, ვაი ჟურნალისტებს, ახალგაზრდებს, შერლოკ ჰოლმსობას რომ ცდილობენ, თითქოს სპექტაკლი დადგეს, თითქოს ოჯახს რცხვენოდა სიმართლის თქმის და ბევრი უაზრო და არალოკიგური კომენტარები…. სირცხვილია, ხალხო! დაფიქრდით, სანამ რამეს დაწერთ!
მთავარია, სალომე ცოცხალია, დანარჩენს გარეშე პირებისთვის მნიშვნელობა აღარ უნდა ჰქონდეს. ოჯახი გაარკვევს ყველაფერს საღ გონებაზე!”.

წყარო გაზეთი სარკე