მე მოვკალი, მაგრამ განზრახ არ მინდოდა, – ამის შესახებ ორსული ცოლის, ქეთა კეპულაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
„დამნაშავედ ვცნობ თავს, მაგრამ მკვლელობა განზრახული არ მქონია. მოვკალი, კი, მე დავრეკე პოლიციაში და ვაღიარე, განზრახ არ მინდოდა”, – განაცხადა გზირიშვილმა.
ცნობისთვის, 22 დეკემბერს თბილისში გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით დანით ორსულ მეუღლეს – ქეთა კეპულაძეს, განსაკუთრებული სისასტიკით სხეულის სხვადასხვა არეში 30 ჭრილობა მიაყენა.
გზირიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.