დიდი დისკუსიის შემდეგ, იტალიის მინისტრთა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო და კოვიდ19-ით დაღუპული სამედიცინო პერსონალის ოჯახების დასახმარებლად, 15 მილიონი ევრო გამოყო. დახმარება მიეცემათ იმ მედიკოსების ოჯახებსაც, რომლებიც ერთიან სამედიცინო სისტემაში არ იყვნენ რეგისტრირებულნი. ისინი გარდაცვლილი პერსონალის ნახევარზე მეტს წარმოადგენენ.

აღნიშნული ინიციატივა იტალიის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრ რობერტო სპერანცას და ელენა ბონეტის ოჯახს ეკუთვნის. “ეს არის სამართლიანობის აღსრულება, ვალი, რომელიც იტალიამ უნდა მოიხადოს იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ჩვენი ჯანმრთელობის დაცვას შეეწირნენ ,” – განაცხადა სპერანცამ.

პამდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში 370 ექიმი, ექთანი, სანიტარი და სასწრაფო დახმარების პერსონალი გარდაიცვალა. გარდა ადამიანური ტრაგედიისა, შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა 250 ოჯახი, რომლებიც სახელმწიფოსგან მიტოვებულად გრძნობდნენ თავს, რადგან მათი ოჯახის წევრი მედიკოსები, ერთიან სამედიცინო სისტემაში არ იყვნენ რეგისტრირებულნი და შესაბამისად ვერც კომპენსაცია მიიღეს.

ეს კი, ექიმთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის განცხადებით, უსამართლობა იყო, რადგან ამ ადამიანებმა ჩვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის, საკუთარი სიცოცხლე გაწირეს, რადგან პანდემიის დასაწყისში, ისინი ფაქტობრივად ცარიელი ხელებით მუშაობდნენ, მაშინ როდესაც არც ნიღბები იყო საკმარისი და არც შესაბამისი აღჭურვილობა, მინისტრთა საბჭოს ამ გადაწყვეტილებით კი, სამართალმა იზეიმა.

წყარო გაზეთი ალია