ქურდობის მცდელობის ბრალდებით იტალიის ქ. ბარში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

დაკავებული 40 წლის მამაკაცი (რომლის ვინაობაც ამ ეტაპზე არ სახელდება) უკვე დაკითხა პოლიციამ, იგი ბრალს აღიარებს.

იტალიური პრესა პოლიციის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბრალდებულს თანამზრახველიც ახლდა, თუმცა მან დაკავებისას გაქცევა მოახერხა.

რაც შეეხება დაკავებულს, ის ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებოდა. მიმდინარეობს გამოძიება.