ადვოკატი გიორგი ბარდაველიძე მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა დაჭრა. მას ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის განცხადებით, ბრალდებული უკვე დაკავებულია.

„სამწუხაროდ, მოხდა ძალიან შემაშფოთებელი, უპრეცედენტო ფაქტი. კერძოდ, ადვოკატს მისი დაცვის ქვეშ მყოფმა სხეულის დაზიანება მიაყენა და ეს მოხდა მაშინ, როდესაც ადვოკატმა ამ ბრალდებულის საქმე წარმატებულად აწარმოვა. ნამდვილად გაუგონარი ამბავია. კარგი არის, რომ ეს ადამიანი დაკავებულია.

მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ ადვოკატთა ასოციაცია მსგავსი უმსგავსო ტიპის მოქმედებებზე ყოველთვის ძალიან მკაცრი იქნება და ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ, რომ ყველა პროცედურა ეფექტიანად და დროულად განხორციელდეს. სოლიდარობას ვუცხადებთ ადვოკატს და დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული პირის ადეკვატური პასუხისმგებლობა დადგება,“ – განაცხადა დავით ასათიანმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here