თუ გსურთ სიახლეები მიიღოთ ავტომატურ რეჯიმში მოიწონეთ ჩვენი გვერდი

პოლონეთში საქართველოს ელჩის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, მომავალ წელს პოლონეთში იმაზე მეტი საქართველოს მოქალაქე შეძლებს დასაქმებას, ვიდრე – დღეს.

IPN-ის ინფორმაციით, როგორც დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კონკრეტულ კვოტაზე ამ დროისთვის ვერ ისაუბრებს, თუმცა ამ მიმართულებით წინსვლა იქნება.

loading...

„პოლონეთი ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანაა ქართველებისთვის, რომლებიც ჩამოდიან სამუშაოს საძიებლად. გვაქვს ძალიან კარგი პრაქტიკა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად, რომელმაც დადგენილი კვოტის მიხედვით პოლონეთში ქართველების დასაქმება უზრუნველყო. ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ, რომლის ფარგლებშიც, გასულ პერიოდში გვქონდა აქტიური კომუნიკაცია პოლონეთის შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და ვფიქრობთ, რომ 2019 წელს გვექნება ხელშესახები შედეგები. კვოტების რაოდენობაზე ახლა გაგვიჭირდება საუბარი, მაგრამ ვფიქრობთ, რომ იქნება პროგრესი და იმაზე მეტი ადამიანი შეძლებს პოლონეთში ლეგალურად დასაქმებას, ვიდრე დღეს”, – განაცხადა ელჩმა.

Bm.ge-ის დამატება: აღსანიშნავია, რომ პოლონეთიდან ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი თანხების მოცულობა იზრდება.

როგორც Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა, გადაცემა ,,საქმიან დილაში” განაცხადა, ამ ქვეყნიდან ფულადი გზავნილები რეკორდულად იზრდება.

,,ბოლო რამდენიმე თვეა, პოლონეთი ტოპ-10-შია. ნოემბრის თვეში კი, გზავნილების 355%-იანი ზრდა დაფიქსირდა”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, საინტერესოა, ის ფაქტი, რომ აგვისტოდან მოყოლებული თურქეთიდან განხორციელებული გზავნილების მნიშვნელოვან კლებას აქვს ადგილი, რამაც ნოემბერში დაახლოებით, 20,5% შეადგინა; 3%-ითაა შემცირებული რუსეთიდან გზავნილებიც.

,,აღსანიშნავია, რომ ეს ვარდნა მთლიანად დააკომპენსირა და ჩაანაცვლა პოლონეთიდან განხორციელებულმა ფულადმა გზავნილებმა; არ გამოვრიცხავ, რომ თურქეთში დასაქმებულთა ნაწილმა, სწორედ პოლონეთში გადაინაცვლა”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ