თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები მოიწონეთ ჩვენი გვერდი

emigrantebi.org– ი უცვლელად გთავაზობთ პოსტს რომელიც ლელა ლაჩაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა

საღამო მშვიდობის მეგობრებო, რამდენიხანია ვაპირებ თქვენთან გასაუბრებას ჩვენთვის ამ მეტ საჭირბოროტო თემაზე და ვერ მოვახერხე. დღეს ისეთი სტატუსი შემოვარდა საიტზე ყველა ააფორიაქა და მათშორის მეც. ის სტატუსი რომელიც ავტორის სურვილით წავშალე დაახლოებით ამ შინაარსის გახლდათ: ” უნდა გადაუხადოს თუ არა ემიგრანტმა დასაქმების ფული ბინის მეპატრონეს მაშინ თუ ეს სამსახური მას არ მიუცია და უშოვნა მეგობარმა” ეს იმდენად წარმოუდგენელი კითხვა იყო ჩემთვის და ალბათ თქვენთვისაც, რომ მაშინვე მძაფრი დისკუსია მოჰყვა.

loading...

ოთხი წელია ემიგრანტი ვარ და ამ ხნის მანძილზე რა აღარ მსმენიია და გამიგია ემიგრანტებისაგან. მითუმეტეს რაც საიტის ადმინისტრატორად ვარ ზოგჯერ გასაოცარი ამბების მოსმენაც მიწევს, მარა ასეთი არაფერი მსმენია. ამაზე მსჯელობაც კი შეურაცხმყოფელი უნდა იყოს ნორმალური ადამიანისთვის. როგორ ხალხნო?- შევეგუეთ და ვეგუებით, ჩვენივე თანამემამულეებისგან სამსახურების ყიდვა გაყიდვას. იმ ადამიანებს ხოტბას ვასხავთ და თუ ძალიან არ გავმწარდით წუწუნიც არ გვინდა, გავმწარდებით და სახელს და გვარს გულმოდგინედ ვმალავთ და ახლა ასეთი რამეც გავივლეთ გულში? მაგრამ ნურასუკაცრავად ეს მე გამიკვირდა, თორემ აგერ კომენტარებში იმდენმა კარგმა ქალბატონმა დაწერა რომ ბარში ასე ხდება და ახალი ამბავი არააო, რა უფლება მაქვს არ დავუჯერო. იქ კიდევ ვიღაცამ სთქვა: “ალბათ მეგობარმა თავად ვერ გამოგართვა ფული და ბინის მეპატრონეს დაავალაო” არ ვიცი გული მიკვდება და ძალიან ცუდად ვარ როცა წარმოვიდგენ რა წესები დავამკვიდრეთ აქ ამ უცხო ქვეყანაში და ერთმანეთის ჩაწიხვლა რომ უკვე ჩვევად გვექცა.

დამსაქმებელს ვინ დაეძებს საკუთარ სამსახურებს ყიდის ხალხი, ისე არ შეიყვანს ქართველი ქართველს სამსახურში ფული რომ არ გამოართვას. “გადახდილი მაქვს და იმიტომო” ეს აკერია ყველას პირზე. დამსაქმებელი კიდევ მეცამეტეს და შვებულებასაც თვითონ იდებს ჯიბეში თურმე ესეც კომენტარებში ამოვიკითხე…მერე მივდგებით და იტალიელებს ვლანძღავთ. “ხემა თქვა ცული ვერაფერს დამაკლებდა ჩემი გვარის რომ არ ერიოსო” ვის ვემდურებით ქართველებო როცა ერთმანეთის ხორცის ჯიჯგნით ვერ გავმძღარვართ. აქ დალხინებული ადამიანი არ ჩამოდის, ჩამოდიან ბანკის ვალებით წელგაწყვეტილები, ზოგი ავადმყოფის სამკურნალო ფულს გზავნის აქედან, ზოგი რას და ზოგი რას. ძლივს სამსახურს შოულობს, თვეობით ვალები ედება აქაც და პირველივე ხელფასზე წილში უჯდები, წილს ვინ დაეძებს ზოგჯერ მთლიანი თანხა მიაქვთ. მოკლედ მე აქ დავიწყე წესად დაგვემკვიდრებინა სამსახურების უსასყიდლოდ მიცემა ერთმანეთისთვის. მხოლოდ და მხოლოდ სამსახურის მთხოვნელები მეხმაურებიან სამსახურის მოცემა არავის უნდა.

ერთიორი კარგი ქართველის დახმარებით ამ ბოლოდროსაც დავასაქმეთ რამოდენიმე უმუშევარი მარა ეს ზღვაში წვეთია, თუ ყველანი არ დავუდგებით ერთმანეთს გვერდით რამოდენიმეს მცდელობა არაფერს გვიშველის. მე ახლა უნდა დავასახელო ის გოგოები ვინც მე ამ თვეებში გვერდში მედგნენ და ჩუმად და უანგაროდ აკეთებდნენ ამ მადლიან საქმეს ესენი არიან : #Ana #chitauri #natia #burduli #mariam #cxvedadze. მადლობა გოგოებო!

თქვენს ოჯახებს შეეწევა თქვენი მადლის ძალა… იქ, სამშობლოში, დაბრუნებულებიც ამაყად თავაწეულები ივლით და აქედან გაგზავნილ თქვენს ფულსაც სხვისი ოფლის სუნი არ ექნება. ხოლო იმ კატეგორიას ვინც მხოლოდ კომენტარებში ვიშვიშსაა ჩვეული და თავად უარესს აკეთებს, ვეტყვი რომ ასე ვერ გამდიდრდებით, არ არსებობს საწყალი ემიგრანტის გამოძალული გროშებით გამდიდრებული დამსაქმებელი, “ქარის მოტანილს ქარი წაიღებს” და არ შეერგება ნაარმალი ლუკმა არავის.” მაპატიეთ თუ ავღელდი და გადავაჭარბე, თემაა ისეთი სხვანაირად ვერ შევძელი. მოკლედ მე თქვენგან თანადგომას ველოდები დავასაქმოთ ერთმანეთი მადლი ვქნათ და…. შედეგს ნუ დაველოდებით, ღმერთი მოწყალეა! პატივისცემით:

ლელა ლაჩაშვილი

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ