თუ გსურთ სიახლეები მიიღოთ ავტომატურ რეჯიმში მოიწონეთ ჩვენი გვერდი

საქართველოში ყველაზე ხშირად მოითხოვენ თავშესაფარს ირანის, ინდოეთისა და ეგვიპტის მოქალაქეები

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფრის მიღების თხოვნით 585-მა უცხოელმა მიმართა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ მასალებში.

loading...

2019 წლის იანვარ-ივნისში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით ლიდერობენ ირანის, ინდოეთის და ეგვიპტის მოქალაქეები.

ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა მიმართვიანობა
ირანი 249
ინდოეთი 60
ეგვიპტე 44
რუსეთი 39
თურქეთი 33

საქართველოში საანგარიშო პერიოდში ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა ეგვიპტის 10 მოქალაქეს, ავღანეთის 8 მოქალაქეს, რუსეთის ორ და ტაჯიკეთის ერთ მოქალაქეს.

საქართველოს ხელისუფლებამ ჰუმანიტარული სტატუსი მიანიჭა იემენის 4 მოქალაქეს, სირიის ერთ მოქალაქეს, უკრაინის ერთ მოქალაქეს და დაუდგენელი მოქალაქეობის მქონე ორ პირს.

Read more: sputnik georgia

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ