თუ გსურთ სიახლეები მიიღოთ ავტომატურ რეჯიმში მოიწონეთ ჩვენი გვერდი

ვენეციაში სტიქია რეკორდულ მაჩვენებელს უახლოვდება: “დრამატული სიტუაციაა, ეს არის კლიმატური ცვლილებების შედეგი

იტალიის ქალაქ ვენეციის მცხოვრებლების ნაწილი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. ქვეყანა ბოლო 50 წლის მანძილზე ყველაზე დიდ წყალდიდობას ებრძვის.

loading...

მონიტორინგის ცენტრის ცნობით, ვენეციაში წყალმა ბოლო წლების პიკს – 1,87 მეტრს მიაღწია. ამაზე დიდი მოცულობა მხოლოდ 1923 წელს, 1,94 მეტრი დაფიქსირდა. დატბორილია ტურისტული ადგილები, სახლები, მაღაზიები და კაფე-რესტორნები.

სტიქიამ პელესტრინის კუნძულზე ორი ადამიანი იმსხვერპლა. ვენეციის მერის, ლუიჯი ბრუგნაროს თქმით, ის “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებს.

“დრამატული სიტუაციაა. ვთხოვთ მთავრობას, დაგვეხმაროს. ზარალი დიდია. ეს არის კლიმატური ცვლილებების შედეგი”, – დაწერა მერმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე.

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ