თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები მოიწონეთ ჩვენი გვერდი

იტალიაში აუქციონზე ვენეციის ლაგუნის ერთ-ერთი კუნძული გასაყიდად გაიტანეს. ამის შესახებ იტალიური გამოცემა VVox-ი დეველოპერულ კომპანია Sogeea-ზე დაყრდნობით იუწყება.

საუბარია პატარა კუნძულ ტესერაზე.

loading...

ბრიტანული გამოცემა The Times-ის ცნობით, მისი ფართობი 4100 კვადრატული მეტრია. კუნძულზე არის ერთი სახლი, რამდენიმე სამეურნეო შენობა, ვენახი და ბაღი.

ის ამჟამად ერთ-ერთი იტალიელი დეველოპერის საკუთრებაშია, რომელსაც იქ კურორტის გაკეთება უნოდა, მაგრამ გაკოტრდა და მისი გაყიდვა გადაწყვიტა.

აუქციონი 3 მარტს გაიმართება. კუნძულის საწყისი ფასი 2,2 მილიონი ევროა.

ტესერას გაყიდვა მესაკუთრემ გასულ წელსაც სცადა. მაშინ მისი საწყისი ფასი 3,2 მილიონი ევრო იყო და მყიდველი ვერ მოიძებნა.

ბოლო წლებში ვენეციის ლაგუნაში ორი კუნძული – სან-კლემენტე და საკა-სესოლა გაიყიდა. ამ კუნძულებზე დახურული მუნიციპალური საავადმყოფოები მდებარეობდა. ახალმა მფლობელებმა კი იქ სასტუმროები და კონგრეს-ცენტრები ააშენეს.

სულ ვენეციის ლაგუნა 100-ზე მეტი კუნძულისგან შედგება.

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ