თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები მოიწონეთ ჩვენი გვერდი

“მოუთმენლად ველოდები, რომ დავეხმარო საქართველოს, მიაღწიოს კეთილდღეობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას,”- ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოში ჩამოსვლისას გააკეთა. კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელოდება საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას.

loading...

“მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა, ჩამოვედი. დიდი პატივია, ვიმსახურო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად საქართველოში და მოუთმენლად ველოდები საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას. თითქმის 30 წლის განმავლობაში ჩვენ ვმუშაობთ ერთად, რათა დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების მშენებლობაში. ეკონომიკის დივერსიფიცირებაში, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებაში. რა თქმა უნდა, საქართველოს ვეხმარებით გააძლიეროს თავდაცვის სფერო, რათა დაიცვას თავისი საზღვრები და მოქალაქეები. ვფიქრობ, საქართველომ ბოლო წლებში უზარმაზარ პროგრესს მიაღწია და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. მოუთმენლად ველოდები ჩემს გუნდსა და ვაშინგტონთან ერთად დავეხმარო საქართველოს, რათა მიაღწიოს თავის ხედვას, რომელიც საქართველოს კეთილდღეობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას გულისხმობს,”- განაცხადა კელი დეგნანმა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი კელი დეგნანი 25-წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში, იყო ევროპასა და აფრიკაში ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელის პოლიტიკური მრჩეველი და კოსოვოში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე. ის მუშაობდა როგორც ნატო-ს აშშ-ის წარმომადგენლობაში, ისე აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ თურქეთში. ამასთან, დეგნანი ავღანეთში ამერიკული საბრძოლო ბრიგადის სამოქალაქო წარმომადგენელიც იყო.

ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ელჩი 2018 წლის გაზაფხულიდან არ ჰყავდა. ამ თანამდებობას იან კელი იკავებდა. მისი უფლებამოსილების ამოწურვიდან ამ დრომდე, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებდა

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ