თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები მოიწონეთ ჩვენი გვერდი

გამოვლენილი საქონლის ღირებულება 36 210 ლარს შეადგენს. საბაჟოს გვერდის ავლით ნახევარ კილოგრამამდე ოქროს შემოტანის  ფაქტს კი ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს

ქუთაისის აეროპორტში მებაჟეებმა ნახევარ კილომდე  არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები  გამოავლინეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

loading...

გამოვლენილი საქონლის ღირებულება 36 210 ლარს შეადგენს.

მებაჟეებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროულობა (480 გრამი) ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად გამოავლინეს.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

უწყებაში არ აკონკრეტებენ, რომელი ქვეყნის მოქალაქეა კანონდამრღვევი.

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ