თუ გსურთ სიახლეები მიიღოთ ავტომატურ რეჯიმში მოიწონეთ ჩვენი გვერდი

emigrantebi.org-ი თურქულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ შემთხვევა ქ. სტამბოლში გუშინ ადგილობრივი დროით 19:45 საათზე მოხდა, რა დროსაც სამი უცნობი პირი საიუველირო მაღაზიის „ჰიჯრეთ“-ის მფლობელს ემინ ქაფლანსა და შვილს ქადირ ქაფლანს თავს იმ დროს დაესხნენ როდესაც ეს უკანასკნელები მაღაზიის დაკეტვას ცდილობდნენ. მძარცველებმა შვილი წიწაკის სპეის შესხმით განეიტრალეს და ოქროს ჩანთა გამოგლიჯეს ხელიდან ხოლო მაღაზიის მეპატრონე კი სცემეს და იარაღით გასროლა განახორციელეს.

შემთხვევა იეშილქენთის უბანში ჯანსუს ქუჩაზე მოხდა. შემთხვევაში ეჭვმიტანილმა ორმა პირმა მიმალვა მოახერხა ხოლო მესამე პირი მეზობელი მაღაზიის მეპატრონეების დახმარებით დააკავეს და პოლიციას გადასცეს.

გაირკვა, რომ დაკავებული და პოლიციისათვის გადაცემული ერთერთი მძარცველი საქართველოს მოქალაქე გ. ბ-ია.

მძარცველების მიერ ნაცემი და დაჭრილი ოქროს მაღაზიის მეპატრონე ემინ ქაფლანი სამედიცინო პერსონალის მიერ ესენიურთის სახელმწიფო საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. გაირკვა რომ მაღაზიის მეპატრონის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ