თუ გსურთ სიახლეები მიიღოთ ავტომატურ რეჯიმში მოიწონეთ ჩვენი გვერდი

ქართველი ფეხბურთელების დაკავება თურქეთში – საქართველოს კონსული, კონსტანტინე კოტარია დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ნიუპოსტი ავრცელებს.

ამავე წყაროს ინფორმაციით, დაკავებულთა სასამართლო პროცესი გუშინ გაიმართა.

loading...

თურქეთში დაკავებული ქართველი ფეხბურთელები სავარაუდოდ, გუშინ, სასამართლოს დარბაზიდანვე, გაუსვლელობაზე ხელის მოწერის საფუძველზე გაათავისუფლეს, – აცხადებს თურქეთის საკონსულო.

მათივე ინფორმაციით, კონსული უკვე ესაუბრა საფეხბურთო კლუბის მწვრთნელს და სხვა წარმომადგენლებს და ამ დრომდე კონტაქტზეა მათთან.

„დაკავებულები ამ ეტაპისთვის არ არიან… ისინი ამ წუთებში თავის გუნდთან ერთად, შეკრების ადგილზე იმყოფებიან. ვგულისხმობ, რომ საპატიმროში არ არიან. გვაქვს კონტაქტი გუნდის წევრებთან და ასევე სამართალდამცავ ორგანოებთან”- განაცხადა კოტარიამ.

კონსული სისხლის სამართლის საქმის დეტალებზე არ საუბრობს.

„არ მინდა უდანაშაულობის პრეზუმცია დავარღვიო. რახან სასამართლოშია საქმე, როგორც ჩანს რაღაცა იყო, რასაც თქვენ მეუბვნებით, რასაც ედავებიან, კი, ეს არის. ჩატარდება სასამართლო პროცესი და გაირკვევა ჭეშმარიტება”- თქვა კონსულმა.

თურქეთში ქურდობის გამო დაკავებული ქართველი ფეხბურთელების შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. Cnnturk-ის ინფორმაციით დაკავებულები არიან გ.ბ; კ.კ; პ.მ; დ.ს; გ.მ;

შემთხვევა გუშინ ანტალიის პროვინციაში, კონიაალთის რაიონში მდებარე სავაჭრო ცენტრში მოხდა. სპორტული ტანსაცმლის მაღაზიის კონსულტანტებმა ნივთების დაკარგვის შესახებ მაღაზიის დაკეტვის შემდეგ გაიგეს და პოლიციას აცნობეს. ვიდეოკამერების ნახვის შემდეგ კი ეჭვმიტანილებიც გამოავლინეს. ფეხბურთელების დაკავება ბელექში მდებარე 5 ვარსკვლავიან სასტუმროში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით ქართველი ფეხბურთელები თურქეთში ზამთრის შეკრებაზე რამდენიმე დღის წინ ჩავიდნენ.

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ