თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები მოიწონეთ ჩვენი გვერდი

დანიელა ლურდეს ფალანგა – 42 წლის იტალიელი უფლებადამცველი, ცნობილი მაფიის უფროსის შვილი და პირველი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც იტალიაში ყველაზე ცნობილ ლგბტ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს.

ორგანიზაცია Arcigay უმცირესობების უფლებებს 1985 წლიდან იცავს და დღემდე მათ 41 ლგბტ+ აღლუმი აქვთ ჩატარებული.

loading...

რაც შეეხება მათ ხელმძღვანელს, სექსუალური უმცირესობების უფლებებს ფალანგა უკვე 10 წელზე მეტია იცავს. „მე მინდოდა, რომ მსოფლიოს გაეგო, ჩვენ ურჩხულები არ ვართ. ტრანსფორმაციამ მე ნამდვილი თავისუფლება მომცა და ამიტომ მინდა, რომ ეს თავისუფლება მსოფლიოს გასწვდეს“, – ამბობს ფალანგა.

ტრანსგენდერი ჰყვება, რომ კამორას ოჯახის უფროსის პირველი ვაჟი იყო და მას ყოველთვის ზღუდავდნენ ყოფილიყო ისეთი, როგორიც იყო.

უფროსი ფალანგა ნეაპოლის მაფიოზური დაჯგუფება კამორას ლიდერი იყო, რომელიც ვეზუვის მახლობლად იყო ბაზირებული. მან ოჯახი მიატოვა მას შემდეგ რაც დანიელა დაიბადა და ის დედამ სიღარიბეში გაზარდა.

ბავშვობაში მას რაფაელი ერქვა და როგორც თვითონ ჰყვება, როდესაც ოჯახი იკრიბებოდა დიდ ბებიასთან ვახშამზე, მამამისი ყველა შვილს ექცეოდა თბილად გარდა რაფაელისა. როგორც ფალანგა ჰყვება, დედა და ბებია უკრძალავდნენ მას ეკეთებინა ის საქმე, რასაც გოგოები აკეთებდნენ, ასევე უკრძალავდნენ ქალების კაბების ჩაცმას და მულტფილმებსაც არ აყურებინებდნენ, რომლებიც „გოგოებზე“ იყო გათვლილი. „სიმართლე რომ გითხრათ, საუბრისაც მეშინოდა, რადგან ჩემი ხმის ტემბრი არ შეესაბამებოდა მათ მოლოდინებს“, – ჰყვება ფალანგა.

ფალგანგას მოზარდობის ასაკში მამამისი დააკავეს და მას შემდეგ ის აღარ უნახავს. დედამისი მეორეჯერ გათხოვდა, თუმცა ფალანგას მამობილი მანქანის გაქურდვის დროს მოკლეს. როდესაც ის 22 წლის გახდა, მან გადაწყვიტა, რომ ქალი გამხდარიყო. ზუსტად ამ დროს მას უთხრეს ასეთი რამ – მამაშენმა ახლო ბიძაშვილს მისწერა წერილი, რომელშიც ეუბნებოდა, რომ გაეწყვიტა ყველა კავშირი მის უფროს შვილთან.

ტრანსგენდერი ქალისთვის, ისეთი როგორც ფალანგაა, ნეაპოლი განსაკუთრებული ადგილია – აქტივისტები აცხადებენ, რომ ნეაპოლში სექსუალური უმცირესობების ყველაზე დიდი თემი ცხოვრობს. „ნეაპოლში თქვენ შეხვდებით განსაკუთრებულ სუბიექტ „ფემინიელის“: მამაკაცები, რომლებსაც საკუთარი თავი ქალებად მიაჩნიათ“, – განმარტავს იტალიის გენდერული იდენტობის ობსერვატორიის ხელმძღვანელი პაოლო ვალერიო.

იმის გამო, რომ ამ ქალაქში საუკუნეების წინაც არსებობდნენ მამაკაცები, რომლებიც ქალებივით იცვამდნენ საჯაროდ, დღეს ლგბტ თემის მიმართ დამოკიდებულება დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით, უფრო დადებითია. როგორც ფალანგა ჰყვება, კამორას წევრებს ტრანსგენდერების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება არ აქვთ, სანამ არ აღმოჩნდება, რომ ერთ-ერთი ტრანსგენდერი მათი ოჯახის წევრია.

ფალანგა აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლგბტ+ თემის მიმართ ნეაპოლში დამოკიდებულება ლმობიერია, ტრანსგენდერების და ტრანსსექსუალების მიმართ დამოკიდებულება მაინც უარყოფითია და ბევრისთვის ეს ადამიანები სექს მუშაკებთან ასოცირდება, რის გამოც მათ საზოგადოებაში ინტეგრაცია უჭირთ. „სწორედ ამისათვის ვიბრძვი მე. ზოგს არ უმართლებს და ისეთი მშობლები ჰყავს, რომლებიც შვილს ვერ მიიღებენ ისეთი როგორიც არის“, – აღნიშნა დანიელა ლურდეს ფალანგამ.

 

წყარო: primetime.ge

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ