ნორვეგიის მეთევზეობის ყოფილ მინისტრს თავშესაფრის სამი მაძიებლის სექსუალური შევიწროებისთვის 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. BBC-ის ინფორმაციით, 72 წლის სვეინ ლუდვიგსენს ბრალი თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და სამი ახალგაზრდა კაცის გამოუვალი მდგომარეობით ბოროტად სარგებლობაში ედებოდა.

ნორვეგიის მეთევზეობის ყოფილ მინისტრი
ყოფილ მინისტრი

დაზარალებულთა თქმით, ისინი ფიქრობდნენ, რომ ლუდვიგსენის მოთხოვნების დაკმაყოფილება მათ ქვეყანაში ბინადრობის უფლების მიღებაში დაეხმარებოდა. ლუდვიგსენი წარდგენილ ბრალს არ აღიარებდა. როგორც 25, 26 და 34 წლის დაზარალებულებმა სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, პირველად ლუდვიგსენი მათ ტრომსოს გუბერნატორის რანგში ესაუბრა და სექსუალური ხასიათის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში საცხოვრებლითა და სამსახურით უზრუნველყოფა შესთავაზა.

მოიწონეთ ჩვენი გვერდი და ადევნეთ თვალყური აქტუალურ ახალ ამბებს

თავშესაფრის მაძიებლებისა და ლუდვიგსენის ურთიერთობა მის სახლში, აგარაკზე, სამსახურში და სასტუმროებში გაგრძელდა. ერთ-ერთი დაზარალებული მაშინ მხოლოდ 17 წლის იყო.

თავისუფლების აღკვეთის გარდა ლუდვიგსენს მორალური ზიანის დაკმაყოფილების მიზნით 743 000 ნორვეგიული კრონის (87 ათასი დოლარის) გადახდა დაეკისრა.

ნორვეგიის მეთევზეობის სამინისტროს სვეინ ლუდვიგსენი 2001-2005 წლებში ხელმძღვანელობდა, ტრომსოს გუბერნატორის პოსტს კი 2006-2014 წლებში იკავებდა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ