თუ გსურთ სიახლეები მიიღოთ ავტომატურ რეჯიმში მოიწონეთ ჩვენი გვერდი

ტურისტების რაოდენობა აზიის ამ ქვეყნიდან 1231 პროცენტით გაიზარდა და მათი რაოდენობა საახალწლო დღესასწაულების პერიოდში უფრო მეტი გახდება

ტაილანდიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 1231%-ით გაიზარდა, განუცხადეს Новости-Грузия-ს კორესპონდენტს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-სამსახურში.

loading...

თუ 2018 წლის ნოემბერში საქართველოს აზიის ამ ქვეყნიდან 145 ადამიანი ეწვია, ამა წლის ნოემბერში ეს რაოდენობა 1,9 ათასზე მეტს შეადგენს.

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს ტაილანდიდან 10 ათასზე მეტი ადამიანი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 234,7%-ით მეტია.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ, რომ ტაილანდელი ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, როდესაც ავიაკომპანია Thai Air Asia X ბანგკოკი-თბილისი-ბანგკოკის პირდაპირი ჩარტერული ავიარეისების შესრულებას დაიწყებს.

ფრენები ზამთრის პერიოდში შესრულდება საჰაერო ხომალდით Airbus A330. კერძოდ, რეისები დაგეგმილია 25, 27, 28 და 29 დეკემბერს და ასევე 1, 2 და 6 იანვარს.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ახალი ავიარეისები ორიენტირებული იქნება ტურისტების საახალწლო დღესასწაულების პერიოდში ჩამოყვანაზე.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ტაილანდს შორის 1992 წლის 21 ივნისს დამყარდა. ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები ბოლო პერიოდში გააქტიურდა. გაიმართა ორი ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელთა ოფიციალური და სამუშაო შეხვედრები როგორც ბანგკოკში, ისე თბილისში. ურთიერთობები განსაკუთრებით ვითარდება ეკონომიკის სფეროში.

Read more: sputnik-georgia

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ