თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები მოიწონეთ ჩვენი გვერდი

სტამბოლის პოლიციამ ე.წ. რუსული მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, საქართველოს 4 მოქალაქე დააკავა. პოლიციის ცნობით, საერთო ჯამში 16 პირია აყვანილი. მათ შორის 1 რუსეთის, 3 უკრაინის, 4 საქართველოს და 8 აზერბაიჯანის მოქალაქე.

loading...

ჩხრეკის შედეგად 11 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და 222 ერთეული ტყვია ამოიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფების ლიდერი წარმოშობით უკრაინელი ანდრი მალია.

ეჭვმიტანილები თურქეთში აზერბაიჯანული დაჯგუფების ლიდერის, ნადირ სალიფევის და მისი დაჯგუფების წევრების ლიკვიდაციის მიზნით ჩავიდნენ.

დაკავებულები სტამბოლის პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანეს.

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ