თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები მოიწონეთ ჩვენი გვერდი

შეძახილები, გინება და სროლის ხმა – შემზარავი კადრები იტალიის სადეპორტო დაწესებულებიდან, სადაც, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

იტალიაში გრადისკას სადეპორტო დაწესებულებაში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება. კერძოდ იტალიური მედიის ინფორმაციით, დაწესებულებაში მოთავსებულ პირებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც საქართველოს მოქალაქემ დაზიანებები მიიღო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კიდევ ერთი ვერსიით ქართველი იტალიელმა პოლიციელმა სცემა, რაც მისი გარდაცვლაბის მიზეზი გახდა.

loading...

ამავე ვერსიით იტალიელი სამართადალცველები სადეპორტო დაწესებულებაში მომხდარი ჩხუბის განსამუხტად შევიდნენ, დაწესებულებაში მოთავსებულთა დაშლისას კი ფიზიკურად გაუსწორდნენ საქართველოს მოქალაქეს. იტალიურ ვებგვერდზე ასევე გავრცელდა ვიდეო, რომელიც ავტორის მტკიცებით გრადისკას სადეპორტო დაწესებულებაში იმ დღესაა გადაღებული, როდესაც საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.

იტალიაში გარდაცვლილ ქართველზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ