თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები მოიწონეთ ჩვენი გვერდი

სარფის საბაჟოზე საქართველო-თურქეთს შორის მგზავრთა გადასასვლელი დერეფანი გაიხსნა.

სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. განხორციელდა მოსაცდელი დარბაზის, შემოსვლისა და გასვლის გვირაბების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, მოეწყო და გამწვანდა საბაჟოს მიმდებარე ტერიტორია. განახლებული ინფრასტრუქტურა ორ ქვეყანას შორის მოქალაქეთა კომფორტულ გადაადგილებასა და პროცედურების გამარტივებას შეუწყობს ხელს.

loading...

დერეფნის გახსნას საქართველოს ფინანსთა მინისტრი, თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე და აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე დააჯილდოვეს ის მებაჟე-ოფიცრები, რომლებმაც ბათუმის აეროპორტში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები, კერძოდ, მარიხუანა აღმოაჩინეს.

 

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ