შვეიცარიის სახელმწიფო მდივნის მარიო გატიკერის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების მიერ შვეიცარიისთვის თავშესაფრის მოთხოვნა 87%-ით გაიზარდა, თუმცა ეს განცხადებები არ დაკმაყოფილდება. ამის შესახებ გატიკერმა შვეიცარიის ელჩის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მარიო გატიკერის თქმით, შვეიცარიამ და საქართველომ თავშესაფრის დაუსაბუთებელ მოთხოვნასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაწყვეტად სხვადასხვა ღონისძიება გაატარეს, ორ ქვეყანას შორის დღეს ხელმოწერილი დეკლარაციის მიზანი კი უკონტროლო მიგრაციის აღმოსაფხვრელად თანამშრომლობის გაღრმავებაა.

loading...

“მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეევისთვის შენგენის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა, შვეიცარიაში მკვეთრად გაიზარდა დაუსაბუთებელი თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი (2018 წელს 2016 წელთან შედარებით 87%-ით გაიზარდა). ეს განცხადებები შვეიცარიის მხრიდან არ დაკმაყოფილდება (ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა: 0%). გარდა ამისა, თავშესაფრის მაძიებელ ზოგიერთ პირს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს და საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას, რაც მათ საქართველოში დაბრუნებას კიდევ უფრო ართულებს”, – განაცხადა მარიო გატიკერმა და დასძინა, რომ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, შვეიცარიამ საქართველოს გარკვეული ზომების გატარების თხოვნით მიმართა. რაც შეეხება ქართველების მიერ შვეიცარიაში სამედიცინო მომსახურების შესაძლებლობების სწრაფად მოძიებას, გატიკერის თქმით, ამასთან დაკავშირებით საქართველოში შვეიცარიის საელჩომ, შვეიცარიის სახელმწიფო სამდივნომ და ჯანდაცვის სამინისტრომ მაისში, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე თავშესაფრის მაძიებელთა განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის მიმართულებით, თანამშრომლობა დაიწყეს.

შვეიცარიის ელჩის სამდივნოში გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ შვეიცარიამ აგვისტოში საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, რის გამოც 1 ოქტომბრიდან საქართველო იმ ქვეყნებს შორის იქნება, სადაც თავშესაფრის მაძიებელთა დაბრუნება გონივრულია.

დღეს საქართველომ შვეიცარიასთან „მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ დეკლარაცია გააფორმა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ