თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები მოიწონეთ ჩვენი გვერდი

სანატორია – ამნისტია არალეგალი უცხოელებისთვის – სახელმწიფო მიზნად ისახავს 1,2 მილიარდი ევროს გაცოცხლებას.

ახალ ამნისტიას უცხოელებისთვის, რომლებიც მუშაობენ, მაგრამ არალეგალურად იმყოფებიან ქვეყანაში – მხარს დაუჭერს კონტეს მთავრობა.

loading...

ხანგრძლივი მსჯელობებიდან გამოვლინდა, რომ აღნიშნული ამნისტია, 2012 წლის სანატორიას მსგავსი იქნება, რომელიც გამოყენებული იყო იმდროინდელი მთავრობის მიერ.

ძირითადად, ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე, ვისაც ექნება შრომითი ხელშეკრულების დაუყოვნებელი ხელმისაწვდომობა, დე ფაქტოდ დარეგულირდება.

დაახლოებით 300,000 არალეგალი ემიგრანტის რეგულაციით, იტალიის სახელმწიფო აინაზღაურებს 405 მილიონს(ამჟამად გადაუხდელი) და 804 მილიონს სოციალური კეთილდღეობის შენატანების სახით.(ე.წ.კონტრიბუტები) მთლიანობაში, დაახლოებით 1,2 მილიარდი ევროს მოიზიდავს.

იზრდება ქვეყანაში არსებული არალეგალი უცხოელების რიცხვი. ,,ისმუს” ფონდის მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად (ინიციატივები და კვლევები მრავალ ეთნიკური კუთვნილების შესახებ), იტალიაში იმყოფება 562,000 უცხოელი ბინადრობის ნებართვის გარეშე, ხოლო, 2020-2021 წლებში 600 000 მიაღწევს

ამნისტია გავრცელდება მოცემული რიცხვის, დაახლოებით ნახევარზე. უცხოელთა დიდი ნაწილი საშინაო სექტორში მუშაობს,იტალიაში ამ სფეროში, ფაქტობრივად, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის 200 000 მოქალაქე, ბინადრობის ნებართვის გარეშე იმყოფება.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლუჩიანა ლამორჯესმა დაადასტურა, რომ კონტეს მთავრობა განიხილავს შესაძლებლობას დამსაქმებლის მხრიდან უცხოელი მუშაკისთვის ბინით უზრუნველყოფაზე, გადასახადის გადახდაზე და ხელშეკრულების გაფორმების დროს მუშაკზე ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

სახელმწიფოსთვის, ეს იქნება ეკონომიკური უპირატესობა, რომელიც ნაკარნახევია არა მხოლოდ 1,2 მილიარდი ევროს გაცოცხლებით, არამედ იმით, რომ უცხოელები, ლეგალურად იმუშავებენ და მომავალში შესაძლოა დარჩნენ აქტიური გადამხდელებიც.

 

თარგმანის ავტორი ,,ქართული ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტის” ხელ-ლი ნ.მაჭარაშვილი

როგორ შეგვიძლია სამსახურის მოძებნა იტალიაში?

წყარო glistranieri.it

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ