გერმანიის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან განვიხილეთ მიგრაციის თემა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ეს საკითხი ძალიან აწუხებს საქართველოს პარტნიორებს, ასევე საქართველოსაც.

მოიწონეთ ჩვენი გვერდი და ადევნეთ თვალყური აქტუალურ ახალ ამბებს

„ასევე განვიხილეთ ის თემა, რომელიც ბევრ ჩვენს პარტნიორს აწუხებს. ეს არის მიგრაციის თემა და ეს ჩვენც გვაწუხებს. ფაქტია, რომ ეს ტალღა ვერ შენელდა. თუმცა ახლა მიღებულია კონკრეტული ზომები და თანამშრომლობა, ეს იქნება ფრონტექსტთან თუ ინდივიდუალურ ქვეყნებთან. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს იმ მეორე ასპექტში გადავა, რომელსაც ცირკულარული მიგრაცია ანუ დროებითი მიგრაცია ჰქვია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, დროებითი მიგრაცია ამავე დროს პროფესიონალურ კვალიფიკაციას უწყობს ხელს.

„ეს ერთ-ერთი ცივილიზებული გზაა, რომ ის მიგრაციული ტალღა შევცვალოთ აქტიურ, დროებით ტალღად, რომელიც შემდეგ ქვეყანას თავის გამოცდილებით დაუბრუნდება. ეს განვითარების კიდევ ერთ-ერთი სერიოზული საფუძველი იქნება“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ