თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები მოიწონეთ ჩვენი გვერდი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლიპეცკის ოლქში ავარიის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ავარიის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა რვა ადამიანი. მათივე ინფორმაციით, დაშავებულები გადაყვანილები არიან სტაციონარში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს სექცია მუდმივ კავშირზე არიან რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამსახურებთან. უწყებაში აცხადებენ, რომ საქარველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს გადაწყვეტილებით, მგზავრების გადმოსაყვანად რუსეთის ფედერაციის მიმართულებით უკვე გაემართა ორი ავტობუსი.

loading...

„რუსეთის ფედერაციის, ლიპეცკის ოლქის, სტანოვლიანკის რაიონის დასახლებულ პუნქტ იარკინოს მიმდებარედ 26 დეკემბერს მაგისტრალზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ამოტრიალდა სამგზავრო ავტობუსი, რომელიც მოძრაობდა მოსკოვი-თბილისის მიმართულებით.

პირველადი მონაცემებით, ავტობუსით მგზავრობდა 19 პირი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 17 მგზავრი, მათგან რვა გადაყვანილია სტაციონარში და უტარდება საჭირო სამედიცინო დახმარება. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაშავებულების და დაღუპულების მოქალაქეობის იდენტიფიცირება.

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს სექცია მუდმივ კავშირზეა რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამსახურებთან, მათ შორის როგორც საგანგებო მდგომარეობის სამსახურთან, ასევე სამედიცინო ცენტრთან სადაც განთავსებულები არიან დაშავებულები.

ამოქმედებულია ცხელი ხაზი +7 9269262740. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. ასევე საქარველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს გადაწყვეტილებით მგზავრების გადმოსაყვანად რუსეთის ფედერაციის მიმართულებით უკვე გაემართა ორი ავტობუსი“,- აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ