თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები მოიწონეთ ჩვენი გვერდი

მსოფლიოს მოსახლეობის ორი მესამედი შესაძლოა კორონავირუსით, იგივე COVID-19-ით დაინფიცირდეს. ამ საგანგაშო პროგნოზს ავტორიტეტული გამოცემა Bloomberg ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მრჩევლის, ვირუსოლოგ ირა ლონგინის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ლონგინი შეისწავლა ჩინეთში ინფექციის გავრცელების ტემპი და მასშტაბები, შედეგად კი სწორედ ამ დასკვნამდე მივიდა.

WHO-ს მრჩეველი ამბობს, რომ შესაძლებელია ვირუსის გავრცელების შენელება კარანტინებით, თუმცა ვიდრე ჩინეთის მთავრობა აღნიშნულ ზომებს მიმართავდა, ვირუსი სხვა ქვეყნებში გავრცელდა.

loading...

ლონგინის თქმით, ვირუსით ინფიცირებული ყველა ადამიანი ინფექციას გადასცემს ორ, ან სამ ადამიანს. გარდა ამისა, ვირუსის კონტროლი რთულდება იმის გამო, რომ დაავადების სწრაფი გამოვლენა ამ დრომდე ვერ ხერხდება და ის გამოვლენამდე უკვე გადამდებია.

ბოლო მონაცმებით, მომაკვდინებელი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 65 000-მდე ადამიანს მიაღწია, 1380 კი უკვე გარდაიცვალა.

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ