საფრანგეთის პრემიერმინისტრის ედუარდ ფილიპის განცხადებთ, საფრანგეთში სპეცსამსახურების მასშტაბური შემოწმება დაიწყო., ამის შესახებ Le Journal du Dimanche წერს. 

პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ინციდენტის ძირეული ანალიზი მოხდება.

მოიწონეთ ჩვენი გვერდი და ადევნეთ თვალყური აქტუალურ ახალ ამბებს

პროკურორების განცხადებით, კაცი რომელიც პოლიციის მთავარ ოფისს დაესხა თავს, რადიკალი ისლამისტი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მიქაელ ხარპონი ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი იმავე პრეფექტურის ტექნიკურ განყოფილებაში მუშაობდა, რომელსაც 3 ოქტომბერს თავს დაესხა. ხარპონმა ოთხი სამართალდამცველი მოკლა და ერთი დაჭრა. ხარპონი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე მოკლეს. მისი მოტივები უცნობია, ხარპონის ცოლი კი ამტკიცებს, რომ მას ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა.

გამოძიებას პარასკევიდან სათავეში საფრანგეთის ეროვნული ანტიტერორისტული პროკურატურა ჩაუდგა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ