თუ გსურთ სიახლეები მიიღოთ ავტომატურ რეჯიმში მოიწონეთ ჩვენი გვერდი

საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რონა-ალპების რეგიონში 5.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 11:53 საათზე მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ლიონის მახლობლადაც იგრძნობოდა.

არსებული მონაცემებით, არდეშის დეპარტამენტში მიწისძვრის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი მძიმედ, სამმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ხელისუფლება მოსახლეობას სახლებში შესვლისგან თავის შეკავებას ურჩევს.

loading...

სეისმოლოგები აცხადებენ, რომ უახლოეს საათებსა და დღეებში მოსალოდნელია განმეორებითი ბიძგები.

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ