საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, 2020 წელს საგარეო საქმეთა სამინისტრო გენერალური საკონსულობის გახსნას საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში გეგმავს. ამის შესახებ დავით ზალკალიანმა მთავრობის რიგგარშე სხდომაზე განაცხადა, სადაც ქვეყნის მომავალი წლის ბიუჯეტს განიხილავენ.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ასევე იგეგმება ლევილის მამულის რეაბილიტაციის პროექტის გაგრძელება, რაც 2-3 წელიწადში უნდა დასრულდეს.

მოიწონეთ ჩვენი გვერდი და ადევნეთ თვალყური აქტუალურ ახალ ამბებს

„როგორც წელს, ასევე მომავალ წელსაც ვგეგმავთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაციის კუთხით წარმომადგენლობების არეალის გაზრდას. რამდენიმე ახალი მისიის გახნა იგეგმება, რაც პირველ რიგში მიმართული იქნება როგორც არაღიარების პოლიტიკის, ასევე ჩვენი თანამემამულეების უფლებების დაცვის კუთხით. გენერალური საკონსულოების გახსნა გვსურს იტალიაში, პარიზში, მიუნხნეში, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაკადი არის ამ მიმართულებით. ჩვენი მოქალაქეების მზარდი რაოდენობა იწვევს იმას, რომ მათთვის საჭიროა მომსახურების გაწევა. ასევე აფრიკის კონტინენტზე მხოლოდ ერთი საელჩოა და არის განზრახვა რომ ამ მიმართულებით, არაღიარების კუთხითაც იყოს გადაფარვის ხაზი“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ასევე დიასპორასთან ურთიერთობა ერთ-ერთი პრიორიტეტულია.

„გაგრძელდება ყველა დიასპორული პროექტის დაფინანსება. ასევე ლევილის მამულის რეაბილიტაცია, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული ამოცანაა. ჩვენი ამბიციაა უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში ლევილის მამულის რეაბილიტაცია დასრულდეს, რათა ეს იქცეს ჩვენი თანამემამულეების ასევე საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის ჩვენი ქვეყნის წარმოჩენის საუკეთესო ადგილად“, – განაცხადა ზალკალიანმა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ