თუ გსურთ სიახლეები მიიღოთ ავტომატურ რეჯიმში მოიწონეთ ჩვენი გვერდი

საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში თოვლის სახით მოსული უხვი ნალექის გამო, 200 000-მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

დიდთოვლობას მსხვერპლი მოჰყვა იზერის დეპარტამენტში. თოვლით დაფარული ხის წაქცევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ხე მოძრავ ავტომობილს დაეცა.

loading...

ამ დროისთვის შვიდ დეპარტამენტში განგაშის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული.

ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო, დროებით შეფერხდა გრენობლსა და ლიონს შორის სარკინიგზო მიმოსვლაც. მატარებლიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ