საფრანგეთში შვიდი იტალიელი ულტრა მემარცხენე შეიარაღებული დაჯგუფების წევრი დააკავეს, რომლებიც იტალიაში გასამართლებულნი იყვნენ ტერორიზმის ბრალდებით. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

იტალია დიდი ხანია ცდილობდა ათობით მემარცხენე ბოევიკის ექსტრადიციას, რომლებმაც  თავი საფრანგეთს შეაფარეს იმ პირობით, რომ უარი თქვეს ძალადობაზე. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ოფისმა განაცხადა, რომ დაპატიმრებები იტალიასა და საფრანგეთს შორის თვეების განმავლობაში გამართულ დისკუსიებს მოჰყვა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

იტალიის პრემიერ მინისტრი მარიო დრაგი, რომელმაც თანამდებობა თებერვალში დაიკავა და მაკრონთან მჭიდრო სამუშაო ურთიერთობა დაამყარა, საფრანგეთის ამ გადაწყვეტილებას მიესალმა.

სამ სხვა იტალიელზე ძებნა კვლავ მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად რომმა 200 ძებნილი პირის ექსტრადაცია მოითხოვა.

პარიზის პროკურატურამ განაცხადა, რომ იტალიის მიერ ნებისმიერ თხოვნას ექსტრადაციის შესახებ გულდასმით შეისწავლიან.