თუ გსურთ სიახლეები მიიღოთ ავტომატურ რეჯიმში მოიწონეთ ჩვენი გვერდი

emigrantebi.org -ი გთავაზობთ პოსტს რომელიც Maka Maka Khachoshvili-მა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა

მოგესალმებით ყველას და მინდა გაცნობოთ ვინც არ იცის, რომ საერთაშორისო დაცვის საბუთის Protezione internazionale (ლტოვილი) გაკეთება არის უფასო, ასე რომ სანამ ადვოკატებამდე მიხვალთ ან შუამავლებამდე, კარგად აიღეთ ინფორმაცია.

loading...

ახლა გაგაცნობთ საფეხურებს: ქვესტურის საიტზე აგზავნით მოთხოვნას ლიცენზირებული ელექტრონული ფოსტით ( pec. Posta elettronica certificata)
რომ დაგენიშნოთ შეხვედრა (appuntamento) განცხადების დასატოვებლად. მოგდით პასუხი რომელ რიცხვში ხართ დაბარებული. მიდიხართ ქვესტურაში,თუ არ იცით ენა მოითხოვთ თარჯიმანს (თუ რუსული იცით მიუთითეთ ქართველი თარჯიმნის არ ყოფნის შემთხვევაში რომ რუსული ენის მქონე დაგეხმაროთ). წერთ განცხადებაში მოტივს (რამოდენიმე წინადადებას რატომ გინდათ დაგიცვათ იტალიის მთავრობამ და დაასაბუთოთ). მიუთითოთ ტელეფონის ნომერი და მისამართი სადაც იმყოფებით ამ ეტაპზე. ქვესტურა აგზავნის პრეფექტურაში ანუ სამმართველოში საემიგრაციო განყოფილებაში თქვენს მოთხოვნას.

მოგივათ შეხვედრის დღე ფოსტით ან სატელეფონო შეტყობინებით. პრეფექტურაში უკვე თარჯიმნის დახმარებით (თარჯიმანს პრეფექტურა უზრუნველყოფს) იქნება გასაუბრება/ მოსმენა და თუ დააკმაყოფილებთ კრიტერიუმებს რასაც ეს საბუთი ითვალისწინებს იმ შემთხვევაში მოგეცემათ საერთაშორისო დაცვის საბუთი.
წარმატებებს გისურვებთ და სანამ ორი თვის ხელფასებს დაურიგებთ ადვოკატებს აიღეთ კარგად ინფორმაცია.

შეგიძლიათ დახმარებაზე მიაკითხოთ საემიგრაციო ცენტრებს სადაც უფასოდ მოგემსახურებიან.

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ