თუ გსურთ სიახლეები მიიღოთ ავტომატურ რეჯიმში მოიწონეთ ჩვენი გვერდი

ინფორმაციას Emigrantebi-ი, georgians.gr-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავშესაფრის სამსახურმა საჩივარი შეიტანა იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილზე მისული ემიგრანტებისგან თარჯიმნები ფულს ითხოვენ, თუმცა, თარგმნა სწორედ ის საქმეა, რომელიც მათ ოფიციალურად ევალებათ და ამაში დამატებითი თანხის აღება უკანონოდ ხდება.

გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო. რამდენიმე ემიგრანტი, რომელსაც ე.წ “ასილო” ანუ თავშესაფრის საბუთი უნდა მიეღო და ადგილზე მივიდა, ამბობს, რომ თარჯიმნებმა გარკვეული თანხები მოითხოვეს.

loading...

როგორც ჩანს, უკვე კარგად დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ მათ, ვისაც საბუთების გაკეთება სურთ და მიდიან თავშესაფრის სამსახურში გასაუბრებაზე, ადგილზე მყოფი თარჯიმნები ატყუებენ, რომ თარგმნაში დამატებით უნდა გადაიხადონ.

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ