თუ გსურთ სიახლეები მიიღოთ ავტომატურ რეჯიმში მოიწონეთ ჩვენი გვერდი

საბერძნეთის პოლიცია ქართველ დამნაშავეთა ჯგუფს ეძებს. CNN Greece-ის ინფორმაციით, ათენის გარეუბან ვულში მძარცველები 74 წლის კაცს სახლში შეუვარდნენ და მას 3 საათის განმავლობაში აწამებდნენ.

კერძოდ, მძარცველებმა მას თავზე პარკი ჩამოაცვეს და თავს წყლით სავსე აბაზანაში აყოფინებდნენ, რომ სეიფის ადგილმდებარეობა ეთქვა.

დაზარალებულის მტკიცებით, მძარცველები ქართველები იყვნენ. დამნაშავეებმა სახლში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანეწერები წაიღეს და მიიმალნენ. პოლიცია მათ ამ დრომდე ეძებს.

თავდამსხმელებმა 74 წლის კაცს ცხვირი და ხელი მოტეხეს და კბილები ჩაუმტვრიეს.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ