თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები მოიწონეთ ჩვენი გვერდი

საბერძნეთი 2020 წელს დამატებით თავშესაფრის დაახლოებით 100 000 მაძიებელს ელოდება. ამის შესახებ მთავრობის მიგრაციის კომისარმა, მანოს ლოგოთესისმა გერმანულ მედიას განუცხადა.

მისი თქმით, მდგომარეობა კრიტიკულია და სერიოზულ მიდგომებს საჭიროებს. მისივე განცხადებით, საბერძნეთის მთავრობა გეგმავს 10 000 მიგრანტის თურქეთში დეპორტაციას.

loading...

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ბოლო 6 თვის მანძილზე საბერძნეთში 45 000 ლტოლვილი ჩავიდა, რაც ლოგოთესისის თქმით, „უფრო კრიტიკული მდგომარეობაა“ ვიდრე 2015 წლის მიგრანტთა კრიზისი.

2016 წლის 18 მარტს ევროკავშირმა და თურქეთმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც არარეგულირებული მიგრაცია თურქეთის გავლით ევროპაში უნდა შეჩერებულიყო. შეთანხმების მიხედვითაც, თავშესაფრის მაძიებელები, როლმებიც საბერძნეთის ტერიტორიაზე თურქეთიდან მოხვდებიან, ექვემდებარებიან თურქეთში დეპორტაციას. სანაცვლოდ, ევროკავშირი თურქეთს ფინანსური მხარდაჭერას დაჰპირდა.

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ